ჩვენს შესახებ

BCG დაარსდა 2003 წელს კვალიფიციურ მენეჯერთა და მკვლევართა მიერ, რომელთაც აქვთ გუნდური მუშაობის 15 წლის გამოცდილება. ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორებში.

ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვან კვლევით კომპანიებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ და გავიზიაროთ კვლევით სფეროში არსებული სიახლეები, შევქმნათ ახალი მეთოდოლოგიები და პროდუქტები, ღრმა და არგუმენტირებული ანალიზისათვის, რომელიც მარტივი აღსაქმელი, კონკრეტული და არაორაზროვანია, სრულად შეესაბამება კლიენტის მოთხოვნას და კლიენტს აძლევს პრობლემის სტრატეგიული ხედვის და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.

არსებობის 9 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული დიდი ბიზნესები, მთავრობა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენგან იღებდნენ პასუხებს ყველაზე მწვავე და კრიტიკულ კითხვებზე. ჩვენი რეპუტაცია აგებულია სანდო მოწესრიგებული, სწრაფი და მისაღები ფასის მქონე სერვისის და შედეგების მიწოდებაზე. მჭიდრო კონტაქტები დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ჩვენს კვლევებს მყარ მეცნიერულ საფუძველს უქმნის.

BCG Research ფარავს მთელს საქართველოს.

ჩვენი რეგიონალური ქსელები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: გორი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბორჯომი, მცხეთა, ბათუმი.

ვახორციელებთ კვლევებს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

სიახლეების ბლოკი
შრომის ბაზრის კვლევა
25 სექტემბერი 2015
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გამოვლენის მიზნით, ორგანიზაცია „ბი–სი–ჯი კვლევამ“ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა.
ეროვნული ბიზნესდაჯილდოება ”მერკური 2012”
12 ივლისი 2012
ქართული ბიზნესის წარმატების, ინოვაციებისა და მიღწევების წარმოსაჩენად მეორედ გაიმართა ეროვნული ბიზნესდაჯილდოება ”მერკური 2012”. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ”კავკასუს ონლაინი”.
მიგრაციის კვლევის შედეგები
04 ივნისი 2012
2011 წლის ნოემბერში კომპანიამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა მოსახლეობაში მიგრაციის პოტენციალი სხვადასხვა დემოგრაფიულ და სოციალურ ჯგუფებთან. გამოიკითხა 18–50 წლის ასაკის 2600 რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
რძის პროდუქტები
02 მარტი 2012
2011 წლის ივნისში კომპანია BCG Research–მა 300 ოჯახთან ჩაატარა სატელეფონო კვლევა ქალაქ თბილისში, რომლის თემაც იყო რძის პროდუქტების მოხმარება. თითოეული ოჯახიდან გამოიკითხა რძის პროდუქტების შეძენაზე პასუხისმგებელი წევრი.