სოციოლოგიური, პოლიტიკური კვლევები

BCG აწარმოებს სოციო–პოლიტიკურ კვლევებს როგორც ნაციონალურ ასევე რეგიონულ და საჭიროების შემთვევაში რაიონულ დონეზეც. პოლიტიკური კვლევები ეხმარება შემკვეთს შემდეგი მიზნების შესრულებაში:

  •  მოსახლეობის მიერ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის აღქმისა და დამოკიდებულებების შესწავლა
  •  მოლოდინებისა და სოციალური განწყობების დინამიკის შესწავლა
  •  პოლიტიკური ფიგურების მიმართ განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა როგორც ქვეყნის ისე რეგიონულ დონეზე
  •  პოლიტიკური პარტიების სარეიტინგო პოზიციონირება და მათ მიმართ განწყობების შესწავლა
  •  პოლიტიკური ფიგურების წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება და შეფასება
  •  პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების PR კამპანიის ეფექტიანობის დინამიკაზე დაკვირვება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების შუალედურ პერიოდებში
  •  შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხებისადმი დამოკიდებულებების შესწავლა
  •  კონკრეტული სოციო– პოლიტიკური მოვლენებისადმი დამოკიდებულებების შესწავლა
  •  სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის შეფასება
  •  მოსახლების ღირებულებების შესწავლა და სეგმენტაცია/პოზიციონირება დემოგრაფიული და დამოკიდებულებითი მახასიათებლების მიხედვით.

კომპანია BCG დღიდან მისი დაარსებისა, 2003 წლიდან ავითარებს კვლევების ამ მიმართულებას.

ბოლო 8 წლის განმავლობაში კომპანია ჩართული იყო ყველა ელექტორალურ ციკლში – ატარებდა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნებისშემდგომ კვლევებს ამ პერიოდში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისათვის. თანამშრომლობდა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან რომელთა შორისაა Global Strategy Group, GFK.