მარკეტინგული კვლევები

მარკეტინგული კვლევები დღევანდელი ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა ააგოს და შეინარჩუნოს კლიენტის ლოიალობა, რაც ორმხრივი პროცესია და საჭიროებს მუდმივ განახლებასა და ზრუნვას. წარმატებული კომპანიები უბრალოდ კი არ სთავაზობენ მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. მათი ყველა მოქმედება განმსჭვალული უნდა იყოს კლიენტის ინტერესზე ზრუნვით და კლიენტისათვის მომგებიანი ურთიერთობით. მუდმივი დიალოგით ლოიალობის მოპოვება არის ბიზნესის სამუშაოს მთავარი ნაწილი. ხანგრძლივი და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობისათვის აუცილებელია იცოდე საკუთარ მომხმარებელზე მის გემოვნებასა თუ ჩვევებზე მეტი ვიდრე მან იცის საკუთარი თავის შესახებ. BCG–ის მისიაა დაეხმაროს საკუთარ კლიენტს ააგოს და შეინარჩუნოს ემოციური კავშირი მომხმარებელთან, ინოვაციის, კარგად აწყობილი კომუნიკაციის და მომხმარებლის სურვილებისა და გემოვნების კარგად შევრძნების გზით. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ჩვენი კვლევების საფუძველზე:

  •  სწორად შეაფასოთ ბაზრის მოცულობა და შესაძლებლობები
  •  დაადგინოთ მომხმარებლის კმაყოფილების და უკმაყოფილების მიზეზები
  •  დააგინოთ თქვენი ბრენდისადმი მომხმარებლის ლოიალობის ხარისხი
  •  როგორ არის პოზიციონირებული თქვენი და კონკურენტების ბრენდები
  •  შეაფასოთ ბრენდის კომუნიკაციის ხარისხი მომხმარებელთან და ბრენდის იმიჯის მამოძრაველებელი ფაქტორები
  •  განსაზღვროთ ბრენდის იმიჯის განვითარების პერსპექტივები და დაგეგმოთ ჩასატარებელი სამუშაოები
  •  წინასწარ განსაზღვროთ რისკ ფაქტორები, რათა შეძლოთ რისკის მართვა მარკეტინგული სტრატეგიის განხორცილების დროს
  •  კომპანიის ფინანსების გათვალისწინებით შესაძლებლობის მაქსიმუმის მისაღწევად მოახდინოთ კომპრომისების ანალიზი.
  •  დაადგინოთ სარეკლამო კამპანიისათვის საიმიჯო მახასიათებლები, სარეკლამო მასალის სწორი ფორმულირებისათვის, რაც გაზრდის სარეკლამო მასალის მიზნობრივობას და ეფექტიანობას
  •  მოხდეს სარეკლამო მასალის ტესტირება დამზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს შესაძლო შეცდომები, რეკლამისათვის თანხის გადახარჯვა ან არამიზნობრივად ხარჯვა
  •  სარეკლამო კამპანიის შემდგომ მისი ეფექტურობის შეფასება, მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხის დადგენა