სამომხმარებლო კვლევა წარმოადგენს შერჩეული სამიზნე ჯგუფის ქცევის, მათი უპირატესობების, დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების კვლევას. ძირითადად მოცემული სახის კვლევები ტარდება იმისათვის, რომ მოხდეს პროდუქტისა თუ მომსახურების არსებული და პოტენციური მოთხოვნის იდენტიფიცირება, იქნება ეს ახალი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე უნდა დაინერგოს თუ ბაზარზე უკვე არსებული.
დასახელებული ინფორმაციის შეგროვება ხდება წინასწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით.
მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები ეყრდნობიან სამომხმარებლო კვლევებს, იმისათვის რომ შეაფასონ კონკრეტული ბაზრები და მომხმარებლების მათ მიმართ დამოკიდებულება. უბრალოდ ვარაუდი კომპანიის მიერ დაკავებული ბაზრების შესახებ არ არის საკმარისი. კომპანიას უნდა შეეძლოს წარმოადგინოს თავისი პროდუქტი, მომსახურება ან ბრენდი იმ სახით რომელიც მისაღები იქნება მისი სამიზნე აუდიტორიისათვის. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სამომხმარებლო კვლევების სისტემატური ჩატარება ბიზნესის წარმატებისათვის.
სამომხმარებლო კვლევის შედეგად შესაძლოა გავიგოთ:
- კომპანიის სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფია, რაც მოიცავს: ასაკს, სქესს, შემოსავალს, ოჯახურ მდგომარეობას, განათლების დონეს და ა.შ.
- როტომ იღებენ მყიდველები კონკრეტულ მსყიდველობით გადაწყვეტილებებს
- სად და როდის დადიან საყიდლებზე
- აქვს თუ არა მოსახლეობას საჭიროება მოიხმაროს კომპანიის პროდუქტი ან მომსახურება
- არის თუ არა თავისუფალი ბაზარი თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურებისათვის
- თქვენი ბრენდის ცნობადობა კონკურენტების ბრენდებთან შედარებით
- მომხმარებლების მსყიდველობითი ჩვევები
თუ თქვენ გჭირდებათ სამომხმარებლო კვლევის ნულიდან შედგენა ან თქვენ უკვე გაქვთ არსებული კვლევა, რომელიც საჭიროებს ადმინისტრირებას, BCG მიიღებს საგანგებო ზომებს, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენი კვლევის ვალიდურობა, საიმედოობა და ტენდენციურობის შემცირება. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ თქვენ მაქსიმალურად შესაბამისი სამომხმარებლო კვლევების ჩატარებაში კვლევის პასუხების უმაღლესი წილის, პროცენტის საშუალებით.