სატელეფონო კვლევა, იგივე სატელეფონო გამოკითხვა წარმოადგენს რაოდენობრივი კვლევის მეთოდს, რომელიც გულისხმობს ტელეფონის გამოყენებით რესპონდენტთან ინტერვიუს ჩატარებას. სატელეფონო გამოკითხვა კვლევის უმოკლეს ვადებში ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც მოითხოვს ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებ დანახარჯს. სატელეფონო გამოკითხვის საშუალო ხანგრძლივობა 10-15 წუთს შეადგენს.
მალე BCG Research კლიენტებს შესთავაზებს სატელეფონი ინტერვიუს მეთოდოლოგიურად და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ CATI (Computer Assisted Telephone Interviewing) მეთოდს. CATI–ის მეთოდი გულისხმობს სპეციალურ სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის საშუალებით ხდება მთლიანი კითხვარისა და შერჩევის ერთობლიობის კონტროლი. ინტერვიუერების სამუშაო კომპიუტერები გაერთიანებულია ერთიან სისტემა LAN (Local Area Network)– ში, ხოლო თავად ინტერევიუერების სამუშაო კონტროლდება მუდმივი აუდიო და ვიდეო სისტემით.
CATI –ს მეთოდის გამოყენებისას გაცილებით მეტი შერჩევითი წერტილის დაფარვაა შესაძლებელი. თუ სტანდარტული პირისპირი ინტერვიუს დროს, 1000 რესპოდენტის გამოკითხვისას ხდება 200 შერჩევის წერტილის დაფარვა, CATI–ის დროს შესაძლებელია 350 შერჩევის წერტილის დაფარვა.
შერჩევა დგება წინასწარ განსაზღვრული ქვოტების მიხედვით, ინტერვიუერს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს შერჩევაზე, ასევე, ინტერვიუერს არ შეუძლია საკუთარი სურვილით შეარჩიოს სატელეფონო ნომრები, რადგან კომპიუტერი ავტომატურად რეკავს შემთხვევით შერჩეულ ნომერთან.
სპეციალურ პროგრამულ სერვერზე ინახება შემდეგი სახის ინფორმაცია : ზარების რაოდენობა, დასრულებული ინტერვიუს რაოდენობა, სატელეფონო ხაზი, რომელიც დაკავებულია ან მიუწვდომელია, უარი პასუხზე, შეწყვეტილი ინტერვიუ და ა.შ.
კლიენტს შეუძლია დააკვირდეს ინტერვიუერების მუშაობას ან თავად განახორციელოს მათი კონტროლი.
როგორც ვხედავთ, CATI–ის ცენტრალიზებული სისტემა მნიშნელოვნად ამცირებს ინტერვიუერის მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობას და ზრდის კვლევის პროცესის გამჭირვალობას.