BCG პირევლი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2007 წელს დაიწყო ინტერნეტ კვლევების ჩატარება.
ინტერნეტ კვლევა წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომელიც იყენებს ინტერნეტს რესპონდენტთა გამოსაკითხად. ამისათვის კვლევითი კომპანია შეიმუშავებს კითხვარს და მას ავრცელებს ელექტრონული სახით.
ინტერნეტ კვლევა მომავლის ტექნოლოგიაა. ინტერნეტმა უფრო იოლი გახადა მომხმარებლის მისაწვდომობა. შეიცვალა კვლევის ინსტრუმენტიც – ქაღალდზე დაბეჭდილ კითხვარებს ჩაენაცვლა ინტერნეტ კითხვარები, რომლებსაც აქვს აუდიო/ვიდეო მასალის ტესტირების შესაძლებლობა. უფრო სწრაფი გახდა ინფორმაციის გაცვლა კლიენტს, მკვლევარსა და მომხმარებელს შორის. მონაცემთა შეგროვებაზე კონტროლი და დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
BCG ინტერნეტ კვლევების ჩატარებისათვის იყენებს მის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც მაქსიმალურად ამარტივებს და ეფექტურს ხდის ინტერნეტ კვლევის პროცესს. კომპანია კვლევისათვის იყენებს მეილების ბაზას, რომელიც 2000-ზე მეტი ელ. ფოსტის მისამართისაგან შედგება. მოცემული ბაზა მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და შესაძლებელს ხდის საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სასურველი სამიზნე ჯგუფის უმოკლეს დროში გამოყოფა და მისი გამოკითხვა.