სიღრმისეული ინტერვიუ

სიღრმისეული ინტერვიუ წარმოადგენს თვისებრივი კვლევის ერთ–ერთ ფორმას. ძირითადად აქვს არასტრუქტურირებული ინტერვიუს ან საუბრის/დიალოგის სახე, რომელიც გრძელდება 30–დან 60 წუთამდე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს უფრო დიდი ხანიც. ასეთი სახის ინტერვიუ შესაძლოა ჩატარდეს პირისპირ ან ტელეფონის საშუალებით. ინტერვიუერი გამოკითხვას იწყებს ზოგადი კითხვებით იმისათვის, რომ დაამყაროს რესპონდენტთან ახლო ურთიერთობა, მანამ სანამ გადავა ისეთ კითხვებზე, რომლებიც უფრო სიღრმისეულია და რესპონდენტისგან მოითხოვს გულახდილობასა და გახსნილობას.

მოცემული მეთოდი გამოიყენება იმისათვის, რომ მივიღოთ სიღრმისეული ინფორმაცია რესპონდენტის დამოკიდებულებისა და მოსაზრებების შესახებ. სიღრმისეული ინტერვიუს დროს რესპონდენტები თავისუფლად გამოხატავენ თავის მოსაზრებებს, იდეებს, გრძნობებს, ფასეულობებს, ფიქრებსა და დამოკიდებულებებს.