გარე რეკლამის კვლევა

BCG Research დამკვეთს სთავაზობს გარე სარეკლამო მედიის მონიტორინგის მომსახურეობის პაკეტს, რომელიც მომზადებულია ჩეხური გარე მედიის (Out-Of-Home Media) კვლევითი კომპანია OOH Media.Cz-სა და კვლევითი კომპანია BCG Research-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული კვლევითი მეთოდოლოგიისა და კვლევითი პროცედურების ტექნიკური (საველე) განხორციელების სამუშაო გეგმის საფუძველზე.

აღნიშნული პროექტის მეთოდოლოგია შემუშავებულია კომპანია OOH Media.Cz მიერ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გარე მედიის კვლევის სფეროში. შემოთავაზებული სერვისი წარმოადგენს გარე სარეკლამო მედიის მონიტორინგის სტანდარტულ მომსახურეობის პაკეტს, რომელიც დამკვეთს სთვაზობს სარეკლამო პანელების მარკეტინგულ შეფასებას, სპეციალური მედია პარამეტრების გამოყენებით. OOH Media.Cz მეთოდოლოგია აგებულია გარე სარეკლამო მედიის მონიტორინგისა და შეფასების საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებზე. აღნიშნული პროგრამა სრულიად შეესაბამება საქართველოს მარკეტინგულ გარემოს. საკვლევი პუნქტების რუკები ადაპტირებულია პროგრამისთვის. დამუშავებულია პროგრამის ქართულენოვანი ლინგვისტური ვერსია და სერვერული უზრუნველყოფა. მონაცემები გროვდება ორი მიმართულებით:

  1.  უშუალოდ სარეკლამო პანელების ინდივიდუალური შესწავლა და მონაცემების შეგროვება (GPS კოორდინატების დადგენა და რუკაზე დატანა, ფოტოს გადაღება, სარეკლამო პანელის კონკურენტული პირობების შესწავლა და ა.შ.) 
  2. მოძრაობის სიხშირის განსაზღვრა განსხვავებული საგზაო სექტორების/მიმართულებების მიხედვით, როგორც საავტომობილო, ისე ქვეითად მოსიარულე აუდიტორიისთვის და 24 საათიანი მოძრაობის მიმოქცევის საშუალო მაჩვენებლების გამოთვლა; აღნიშნული მონაცემების მიღების შემდეგ ხდება მონაცემების მოწესრიგებას, კოდირების ერთიანი სისტემის შექმნას და მონაცემების შეყვანას პროგრამულ სოფტში. ამასთან ერთად აღნიშნული ეტაპი გულისხმობს დროის ოპტიმალურ შუალედებში მონაცემების გადამოწმებას და ცვლილებების შემთხვევაში მონაცემთა ბაზების განახლებას. ყოველ 2 თვეში მონაცემების განახლებას თოთოეული სარეკლამო პანელისთვის: ახალი მონაცემების შეგროვებას და პროგრამაში შეყვანას და ახალი კალკულაციების განხორციელებას. აღნიშნული ეტაპი განგრძობადია და უზრუნვეყოფს სარეკლამო პანელებზე განთავსებული ბრენდების მუდმივად ცვალებადი ბალანსის დაფიქსირების და შესაბამისი მარკეტინგული ანალიზის განხორციელების გზით, ბრენდების რეიტინგების დაანგარიშების საშუალებას. კვლევის მსვლელობისას შეგროვილი მონაცემების პროგრამულ აპლიკაციაში დამუშავების და კალკულირების საფუძველზე, შესაძლებელია თითოეული გარე სარეკლამო კონსტუქციის/პანელის შეფასება შემდეგი მარკეტინგული მედია პარამეტრებით:
  • GI – ( Gross Impressions of the panel)- პანელის სრული სარეკლამო დაფარვა
  • GRP % (Gross rating point) - სარეკლამო პანელის ჯამური რეიტინგული კოეფიციენტი (პროცენტებში)
  • CPT (Cost Per Thousand) - სარეკლამო პანელის ათასი ნახვის/კონტაქტის ღირებულება
  • CPP – (Cost Per Point) – სარეკლამო პანელის ღირებულება აუდიტორიის ერთი პროცენტისთვის

ამჯამად, BCG ახორციელებს ბათუმსა და თბილისში განლაგებულ 500 ზე მეტ გარესარეკლამო ბილბორდის მარკეტინგულ ანალიზს.