ეგზით–პოლი

საარჩევნო ეგზით პოლი წარმოადგენს გამოკითხვას, რომელიც ტარდება ამომრჩევლებთან მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დატოვებენ საარჩევნო უბანს.

ამომრჩეველთა გამოკითხვა იწყება არჩევნების დაწყებისთანავე და გრძელდება მის დასრულებამდე. კვლევითი კომპანიის წარმომადგენლებს მიცემული აქვთ ინსტრუქცია თუ რის მიხედვით უნდა შეარჩიონ გამოსაკითხი რესპონდენტები. მოცემულ ინსტრუქციასა და შერჩევას შეიმუშავებს კვლევითი კომპანიის სტატისტიკოსი. კვლევითი კომპანიის წარმომადგენლები დღეში რამდენიმეჯერ ჩამოივლიან საარჩევნო უბნებს და აგროვებენ შევსებულ კითხვარებს. შეგროვილი მონაცემების ბაზაში შეყვანა და დათვლა ხდება პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში, რაც მოცემული საათისათვის არსებული სურათის ქონისა და შეფასების საშუალებას იძლევა.

ეგზით პოლის მონაცემები ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულის წინასწარ გამოვლენა. ასევე ეგზით პოლის მონაცემების შედარება ხდება არჩევნების რეალურ შედეგებთან.

 

BCG Research –ს მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ საარჩევნო ეგზით პოლებში:

 

  • 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები
  • 2004 წლის  4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები
  • 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები
  • 2006 წლის  5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები
  • 2010 წლის 30 მაისის თბილისის მერის არჩევნები