სოციო–პოლიტიკური კვლევა

კომპანია BCG აწარმოებს სოციო პოლიტიკურ კვლევებს როგორც ნაციონალურ ასევე რეგიონულ და საჭიროების შემთხვევაში რაიონულ დონეზეც.

პოლიტიკური კვლევები ეხმარება შემკვეთს შემდეგი მიზნების შესრულებაში:

  • მოსახლეობის მიერ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის აღქმისა და დამოკიდებულებების შესწავლა
  • მოლოდინებისა და სოციალური განწყობების დინამიკის შესწავლა
  • პოლიტიკური ფიგურების  მიმართ განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა როგორც ქვეყნის ისე რეგიონულ დონეზე
  • პოლიტიკური პარტიების სარეიტინგო პოზიციონირება და მათ მიმართ განწყობების შესწავლა
  • პოლიტიკური ფიგურების წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება და შეფასება
  • პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების PR კამპანიის ეფექტიანობის დინამიკაზე დაკვირვება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების შუალედურ პერიოდებში
  • შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხებისადმი დამოკიდებულებების შესწავლა
  • კონკრეტული სოციო– პოლიტიკური მოვლენებისადმი დამოკიდებულებების შესწავლა
  • სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის შეფასება
  • მოსახლეობის ღირებულებების შესწავლა და სეგმენტაცია/პოზიციონირება დემოგრაფიული და დამოკიდებულებითი მახასიათებლების მიხედვით

 კომპანია BCG  დღიდან მისი დაარსებისა, 2003 წლიდან  ავითარებს კვლევების ამ მიმართულებას. ბოლო 8 წლის განმავლობაში კომპანია ჩართული იყო ყველა ელექტორალურ ციკლში – ატარებდა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნებისშემდგომ კვლევებს ამ პერიოდში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისათვის.

თანამშრომლობდა  სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან რომელთა შორისაა Global Strategy Group, GFK.