რეკლამის ტესტირება წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს რეკლამის ან სარეკლამო კონცეფციის წინასწარ ტესტირებას, იმისათვის რომ განისაზღვროს მისი შესაძლო შედეგები და ტესტირების შემდეგ მოხდეს მისი ეფექტურობის შეფასება. ამისათვის წინასწარ შერჩეულ და მოწვეულ რესპონდენტებს კვლევითი კომპანია აჩვენებს რეკლამას, რის შემდეგაც მათ ესმევათ კითხვები მათი მოსაზრებების შესახებ.
ტესტირების შედეგად ძირითადად ხდება რეკლამის მესიჯის ეფექტურობის გაზომვა; მეთოდი უმეტესწილად გამოიყენება, როდესაც ხდება ბაზარზე ახალი პროდუქტის წარდგენა ან მისი რეპოზიციონირება.
რეკლამის ტესტირების ძირითადი მიზანია გამოავლინოს და შემდეგ აღმოიფხვრას სარეკლამო კამპანიის ნეგატიური ელემენტები, იმისათვის რომ რეკლამით მოხდეს მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა.
ჩვენ ვიყენებთ რეკლამის წინასწარ ტესტირებას, კვლევის საშუალებით გაზომვის, კითხვარისა და მონაცემთა შეგროვების მიდგომებს, იმისათვის რომ შევაფასოთ რეკლამის კონცეფციის სიძლიერე და აღსრულების შედეგი,თვისებრივი და რაოდენობრივი ბაზრის კვლევის მეთოდების გამოყენებით.
- თუ ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად თავიდავნე, როგორც პარტნიორი ახალი სარეკლამო კამპანიის შექმნისათვის, ჩვენ უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებთ კონცეფციის განვითარებაზე, ვიდრე სკრინინგ ტესტინგზე, რომელიც შედარებით უფრო გვიან განხორციელდება.
- კონცეფციის განვითარებისათვის საჭიროა აღმოჩენითი კვლევა, რომლის დროსაც გამოიყენება თვისებრივი კვლევის მეთოდი, როგორიცაა ჩაღრმავებული ინტერვიუები სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლებთან.
- თვისებრივი ჩაღრმავებული ინტერვიუების შემდეგ გადავდივართ შედარებით გრძელ ჩაღრმავებულ ინტერვიუებზე, რომლებიც ტარდება უფრო დიდ სამიზნე აუდიტორიასთან, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ონლაინ ინტერვიუების სახით, რაც საშუალებას გვაძლევს ერთი და იგივე რესპონდენტის აზრი რამოდენიმეჯერ მოვისმინოთ და მოვახდინოთ კონცეფციის ინკუბაცია.
- ჰიბრიდული კვლევის დიზაინის გამოყენებით ჩვენ ვაჯერებთ კვლევის თვისებრივ და რაოდენობრივ რეკლამის კონცეფციის ტესტირების შედეგებს, იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ კონცეფციის განვითარება და შეფასება.
- საბოლოოდ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კონცეფციის სრული გაგება უნდა მოხდეს მაქსიმალური რეალიზმით.