ფოკუსური ჯგუფი იგივე ფოკუსირებული დისკუსია წარმოადგენს თვისებრივი კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანთა ჯგუფს ესმევა კითხვები მათი აღქმების, მოსაზრებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულების შესახებ რაიმე პროდუქტის, მომსახურების, კონცეფციის, რეკლამის, იდეის ან რაიმე საქონლის შეფუთვის შესახებ. კითხვების დასმა ხდება ინტერაქტიულ ჯგუფში სადაც მონაწილეებს აქვთ უფლება ესაუბრონ ჯგუფის სხვა წევრებს.
ფოკუსური ჯგუფი ზოგადად შედგება 8 ან 10 მონაწილისაგან. ჯგუფურ დისკუსიას უძღვება მოდერატორი.
ფოკუსური ჯგუფი ჩვეულებრივ გრძელდება 1–დან 2 საათამდე და მისი ჩაწერა ხდება ვიდეოზე ან DVD–ზე. ოთახს, რომელშიც ტარდება ფოკუსური ჯგუფი, აქვს დიდი ზომის ფანჯარა, რომელშიც ჩასმულია ცალმხრივი სარკე – მონაწილეებს არ აქვთ საშუალება დაინახონ რა ხდება მის მიღმა, ხოლო მკვლევარებსა და კლიენტს, რომლებიც სარკის მეორე მხრიდან ესწრებიან ფოკუსურ ჯგუფს აქვთ საშუალება დააკვირდნენ მონაწილეების დისკუსიას.