PA ან იგივე აღქმის ანალიზატორი, არის კვლევის ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება აუდიო და ვიდეო მასალის მიმართ მომხმარებლის რეაქციების/იმწუთიერი დამოკიდებულების გამოსახატავად და შესაფასებლად. სისტემა შექმნილია BCG ის მიერ.
სისტემა შექმნილია მაუწყებლების, სარეკლამო სამსახურების, მედიის სფეროში ინვესტორების, PR–ის სპეციალისტებისათვის.
მომენტალურად ზომავს ემოციას, აქვს მრავალი ფუნქცია და შესაძლებლობა. მისი გამოყენება საუკეთესოა აუდიტორიასთან მომხმარებელთან კომუნიკაციის საშუალებების – რადიო და სატელევიზიო კლიპების, გადაცემების, პოლიტიკური გამოსვლების ტესტირებისათვის.
მიესადაგება კომუნიკაციის სრულიად განსხვავებულ კონტექსტს – ახალი პრეზენტატორის ტესტირებას, პროდუქტის ძლიერი და სუსტი მხარეების ინდეტიფიცირებას, წინასწარ განსაზღვრისათვის სარეკლამო ან სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის ზეგავლენას, კომუნიკაციის ხარისხს და თავისებურებებს.
პროგნოზირებადს ხდის მაყურებლის რეაქციებს – წინასწარი დიაგნოსტიკა კომპანიისათვის ამცირებს, წარუმატებელი გადაცემებისა თუ სარეკლამო მასალისათვის თანხის ხარჯვის რისკს.
მეთოდოლოგია გამოიყენება ფოკუსური ჯგუფის ფორმატში და მნიშვნელოვნად სანდოსა და ვალიდურს ხდის ტესტირების შედეგებს და ზრდის კვლევის ხარისხს, რამდენადაც თვისობრივი კვლევების ფორმატში მოიპოვებს რაოდენობრივ ინფორმაციას, რომლის გადამოწმება შესაძლებელია.