ქართული ბიზნესის წარმატების, ინოვაციებისა და მიღწევების წარმოსაჩენად მეორედ გაიმართა ეროვნული ბიზნესდაჯილდოება ”მერკური 2012”. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ”კავკასუს ონლაინი”.
ორგანიზატორების სურვილი იყო ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება გამოირჩეოული ყოფილიყო ობიექტურობით და დახვეწილი შეფასების სისტემით, სწორედ ამ მიზნით წელს შეფასების პროცესში ჩაერთო მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს გამომცემლობა Forbes, რომლის საერთაშორისო ექსპერტებმაც მისცეს მათ კონკრეტული რეკომენდაციები და გაუზიარეს თავისი მრავალწლიანი გამოცდილება. მერკურის ნომინანტების შეფასების პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული “ბი სი ჯი” კვლევითი ინსტიტუტი.